Monday, July 23, 2012

ყველაზე დიდი ტკივილია ტკივილი, რომელიც მოგადგება "აზრისთვის", რომელიც არ გიფიქრია, "ქმედებისთვის", რომელიც არ გაგიკეთებია, არც გიფიქრია რომ გააკეთებდი... ყველაზე დიდი ტკივილია, როცა კეთილი განზრახვით აკეთებ რამეს და ამ განზრახვას ტალახში გისვრიან და აბინძურებენ... ადამიანებს ვეღარ წარმოუდგენიათ რომ შეიძლება კარგი განზრახვით აკეთებდე რამეს... ეს უკვე დაუჯერებელი ხდება და მზად არიან ყველანაირი სიბინძურე მოგაკერონ... ძნელი გახდა არამარტო ადამიანის მოძებნა, არამედ ადამიანობის აღმქმელის მოძებნაც... აუცილებალად ისეთი იქნები მათ აზრში, როგორც ვინმეს მეზობელი, ნათესავი და ყველაზე დიდი საშინელების ჩამდენი ვინმეა, აბა სხვაგვარად როგორ...თუ მათი ნაცნობები ასეთნი არიან, შენც ასეთი ხარ, თუნდაც მთელი შენი ცხოვრებით ამტკიცებდე საწინააღმდეგოს.... ეს უბრალოდ უაზრობაა... მათ თავებში უკვე არსებობს კლიშე, დამღა, რომელსაც დაუფიქრებლად თუ "დიდი დაფიქრებით" მოგაკერებენ... და იწყება შეუქცევადი პროცესი... თუნდაც გაიხეთქე გული შენ უკვე სხვანაირად აღარ დაგინახავენ.... ვეღარც დაგინახავენ ისეთად, როგორიც სინამდვილეში ხარ..

No comments:

Post a Comment