feelings
Sunday, May 26, 2013
Friday, September 21, 2012
Thursday, September 13, 2012
Tuesday, September 11, 2012
გადავხედე ბავშვობიდან მოყოლებულ დღემდე პერიოდს და გამეღიმა.... ისე ერთნაირად ბრუნავს სიტუაციები .. და ამ ალიაქოთში რატომღაც სულ რაღაცა ნივთების ფუნქცია მეკისრება ხოლმე ... რამდენიმე რამე გამოვდივარ ერთად... ყველაზე ხშირად ჩემს თავს ლაკმუსის ქაღალდს შევადარებდი... ეს სადღაც საინტერესოცაა, მაგრამ ჩემთვის ხშირად მტკივნეულიც... რაც უფრო ცდილობენ ახლოდან შემეხონ და დამინახონ, მით მეტად ამჟღავნებენ თავის თავს... გონიათ მე დამინახეს... არადა თავის თავს ხედავენ ჩემში... თავის ემოციებს... თავის შეხედულებებს, თავის აზრებს... და ეს ხშირად ისეთი რამეებია, გული შეგიწუხდება... თითქოს ყველაზე იდუმალი შრეებიდან ამოაქვთ ხშირად ძალიან მდაბალი აზრები და დარწმუნებული არიან რომ მე მაქვს ეს აზრები, ეს ემოციები, თუ ათასი სხვა რამ, რაც სინამდვილეში მათია და არა ჩემი... ისე მწყდება ხოლმე გული... ხდება ისეც რომ სხვებისას მაცერენ ხოლმე... აგერ ნაცნობი ყავთ და იმას მადარებენ, ან კიდე ვინმე სხვას... ამ დროს ალბათ სარკე ვარ, სადაც უცბად შეიჭყიტეს გვერდულად და სხვისი ანარეკლი დაინახეს... ხანდახან მეცინება კიდეც... მათი დასკვნები იმდენად ურთიერთგამომრიცხავია, ერთად რომ დააყენო და სათითაოდ ათქმევინო ვინ ვარ მე, ალბათ სასაცილო სიტუაციაში აღმოჩნდებიან...
არადა როგორ მინდა თუნდაც ერთმა ადამიანმა შეძლოს და დამინახოს და გამიგოს შინაგანად, ღრმად ვინ ვარ მე და არა თავისი თავი ან სხვა ვინმე ჩემში. სულიერად დავისვენებდი... ცოტა მდგომარეობას ის მიმსუბუქებს, რომ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე რაღაც ძალიან მცირე ნაწილს, თუნდაც ზედაპირულად ხედავენ ზოგიერთები სწორად, ალბათ იმიტომ, რომ რაღაც სისუფთავე შერჩათ კიდევ, სულის, გულის და გონების სისუფთავე.. როგორც ჩანს მე მხოლოდ ასეთი ადამიანი დამინახავს... როგორი მადლობელი ვარ ყველასი,დიდის თუ პატარის, ჩემი სამყაროს თუნდაც ამ მცირე დანახვისთვის და გაგებისთვის... ეს ჩემთვის საოცარი შვებაა... დანარჩენებთან კი გულის გახეთქვამდე მიწევს იმის გამეორება რომ მე ასეთი არ ვარ, როგორადაც წარმომიდგენენ ხოლმე.. მე ის არ მიფიქრია, აზრადაც არ მქონია და გულშიც არ გამივლია, რაც მათ დასკვნების სახით გამოაქვთ ... იმასაც კი ვერ ხვდებიან რამდენად შეურაცმყოფელია და მტკივნეულია ჩემთვის ტყუილად დაბრალება ამ სისულელეების.. და მერე ამ ჩამოყალიბებული ტრაფარეტებით ჩემი ქმედებების და აზრების "ახსნა"... აუტანელია უკვე ეს ყველაფერი... ძალიან გულნატკენი ვარ ამის გამო და საშინელი უსამართლობის განცდა მაქვს.. ტკივილი მადგება ხოლმე იმისთვის, რისთვისაც არ დამიმსახურებია.. რამდენი ასეთი ტკივილია დაგროვებული... და ამას დასასრული არ უჩანს.. უკვე იმედიც კი მიქრება რომ ოდესმე დასრულდება ეს წრე... მაგრამ იქნებ მაინც.. ოდესმე...
ფსიქოლოგიაში არსებობს ერთი მტკიცებულება ინდიელებმა გემი ვერ დაინახეს, იმიტო რომ ვერაფერს შეადარესო, ამიტომ მინდა ვიპოვო ვინმე ძალიან ღრმად ჩემნაირი, იქნება იმან მაინც შეძლოს თუნდაც ცოტა მაინც რეალურად დანახვა..
ამას კი უკვე მილიონჯერ ვიმეორებ, იქნება შეისმინოს განგებამ... თუ გინდათ დაინახოთ რეალურად რა ხდება ჩემს თავში... რას ვფიქრობ, ან როგორ... რას ვამობ და რატო... როგორ ვიქცევი და რატო...შემხედე მე... და ნუ უყურებთ თქვენი გონების თუ ეჭვის ჭრილიდან... და ნუ გამოგაქვთ თქვენი ან სხვისი შიდა არსიდან გამომდინარე დასკვნები, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ რეალობასთან და ჩემთან... მე კარგად ვიცი რა არის ჩემი აზრი და რა არის სხვისი აზრი და ერთმანეთში არ ვურევ... იქნებ ასევე მოიქცეთ... დამინახეთ მე და ნუ უყურებთ თქვენს თავს ან სხვებს ჩემში, ... წინააღმდეგ შეემთხვევაში აბსურდამდე მივა ყველაფერი...
Monday, July 23, 2012
ყველაზე დიდი ტკივილია ტკივილი, რომელიც მოგადგება "აზრისთვის", რომელიც არ გიფიქრია, "ქმედებისთვის", რომელიც არ გაგიკეთებია, არც გიფიქრია რომ გააკეთებდი... ყველაზე დიდი ტკივილია, როცა კეთილი განზრახვით აკეთებ რამეს და ამ განზრახვას ტალახში გისვრიან და აბინძურებენ... ადამიანებს ვეღარ წარმოუდგენიათ რომ შეიძლება კარგი განზრახვით აკეთებდე რამეს... ეს უკვე დაუჯერებელი ხდება და მზად არიან ყველანაირი სიბინძურე მოგაკერონ... ძნელი გახდა არამარტო ადამიანის მოძებნა, არამედ ადამიანობის აღმქმელის მოძებნაც... აუცილებალად ისეთი იქნები მათ აზრში, როგორც ვინმეს მეზობელი, ნათესავი და ყველაზე დიდი საშინელების ჩამდენი ვინმეა, აბა სხვაგვარად როგორ...თუ მათი ნაცნობები ასეთნი არიან, შენც ასეთი ხარ, თუნდაც მთელი შენი ცხოვრებით ამტკიცებდე საწინააღმდეგოს.... ეს უბრალოდ უაზრობაა... მათ თავებში უკვე არსებობს კლიშე, დამღა, რომელსაც დაუფიქრებლად თუ "დიდი დაფიქრებით" მოგაკერებენ... და იწყება შეუქცევადი პროცესი... თუნდაც გაიხეთქე გული შენ უკვე სხვანაირად აღარ დაგინახავენ.... ვეღარც დაგინახავენ ისეთად, როგორიც სინამდვილეში ხარ..
Subscribe to:
Comments (Atom)




